ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 2026 წლის 8 მაისს გამართავს სამეცნიერო კონფერენციას „ლიტერატურული კონცეპტები და სხვა...“, რომელიც მიეძღვნება ლაურა გრიგოლაშვილის, რევაზ სირაძისა და გრივერ ფარულავას დაბადებიდან 90 წლის იუბილეს.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 15 აპრილამდე თეზისები უნდა გამოგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: ekaterine.navrozashvili@tsu.ge
კონფერენციის ფარგლებში გაიმართება ლაურა გრიგოლაშვილისადმი, რევაზ სირაძისა და გრივერ ფარულავასადმი მიძღვნილი გამოფენა.
კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: დასწრებული (მოხსენება).
კონფერენციის ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო.
სამუშაო ენა: ქართული
საკონტაქტო პირები: თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, ასოც. პროფესორი ეკატერინე ნავროზაშვილი; თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოც. პროფესორი ნანა გონჯილაშვილი, ელ.ფოსტა: nana.gonjilashvili@tsu.ge
იხ. თეზისების გაფორმების წესი:
გაერთიანებულ დოკუმენტში (MS Word ) გთხოვთ შეიტანოთ შემდეგი მონაცემები:
1. ავტორის სახელი და გვარი ქართულად და ინგლისურად;
2. თეზისების სათაური ქართულად და ინგლისურად;
3. ორგანიზაციის დასახელება ქართულად და ინგლისურად;
4. ფაკულტეტის დასახელება ქართულად და ინგლისურად;
5. თეზისების ძირითადი ტექსტი ქართულად და ინგლისურად;
6. 3-5 საკვანძო სიტყვა ქართულად და ინგლისურად;
7. ფორმატი — A4
8. შრიფტი — UNICODE (Sylfaen)
9. თეზისების ტექსტი დაიწყეთ მომდევნო, ახალი გვერდიდან, 12 ზომის შრიფტით.
10. ფოტოების და სხვა გრაფიკული გამოსახულების კომპიუტერული ვარიანტი შესრულებული უნდა იყოს JPG ფორმატში.
11. თეზისის მოცულობა: 300-300 სიტყვა.
თავფურცელი გააფორმეთ შემდეგი თანმიმდევრობით:
ავტორ(ებ)ი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
სათაური — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
ორგანიზაცია, მაგ., ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
საკვანძო სიტყვები;
თეზისების ძირითადი ტექსტი ქართულ და ინგლისურ ენებზე –12 ზომის შრიფტით.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ არასწორად გაფორმებული თეზისები არ მიიღება!